კავაის ლოს ანჯელესის ერთ-ერთ ყავის ქსელში შესვლა აეკრძალა » სპორტული ვიდეოები
ავტორიზაცია რეგისტრაცია

კავაის ლოს ანჯელესის ერთ-ერთ ყავის ქსელში შესვლა აეკრძალა

Loading...



კავაი ლეონარდი ლოს ანჯელესში სულ ცოტა ხნის წინ გადაბარგდა, თუმცა მან "მტრების" გაჩენა უკვე მოასწრო. ადგილობრივმა ყავის ქსელმა, სახელად ალფრედის ყავამ, ლეონარდს მის რესტორნებში შესვლა აუკრძალა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მოქმედმა ჩემპიონმა და ფინალების MVP-იმ კონტრაქტი კლიპერსთან გააფორმა და არა ლეიკერსთან.
 
აღნიშნული განცხადება ალფრედის ყავამ ინსტაგრამზე გაავრცელა. კლიპერსის ფანებმა პოსტი დაბომბეს და უამრავი კომენტარი დაწერეს, რის გამოც ყავის ქსელმა კომენტარები გამორთო.
 
აღსანიშნავია, რომ აკრძალვა ეხება კლიპერსის მეორე სუპერვარსკვლავ პოლ ჯორჯსაც, რომელიც ლოსანჯელესურ კლუბს ოკლაჰომიდან შეუერთდა.