ლებრონი მომავალ სეზონში გამთამაშებელი იქნება » სპორტული ვიდეოები
ავტორიზაცია რეგისტრაცია

ლებრონი მომავალ სეზონში გამთამაშებელი იქნება

Loading...


ლებრონ ჯეიმსი მომავალ სეზონში ლოს ანჯელეს ლეიკერსის ძირითადი გამთამაშებელი იქნება, ინფორმაციას გამოცემა Yahoo Sports ავრცელებს. მას უკანაზახში მოქმედი ჩემპიონი დენი გრინი შეუწყვილდება.
 
ლებრონი მთელი კარიერის განმავლობაში ფორვარდის პოზიციაზე თამაშობდა, თუმცა ზოგ შემთხვევაში გამთამაშებლის ფუნქციასაც ითავსებდა. აღსანიშნავია, რომ იგი ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო მეპასეა: იგი კარიერულად საშუალოდ 7.2 ასისტს აგროვებს, ბოლო 3 სეზონში კი მისი საშუალო მაჩვენებელი 8.8 შედეგიანი გადაცემაა.
 
მსუბუქი ფორვარდის პოზიციაზე კაილ კუზმა დადგება, მძიმე ფორვარდი ანტონი დევისი იქნება, ცენტრი კი დემარკუს კაზინსი. ლეიკერსმა გუშინ ეივერი ბრედლიც დაიმატა, რომელიც პირველ რიგში, გუნდს დაცვაში გააძლიერებს.