ავტორიზაცია რეგისტრაცია

არც აპრილში - კორონავირუსი ფეხბურთს სძირავს

კორონავირუსის გამო ბელარუსის გარდა ევროპის ყველა ჩემპიონატი შეჩერებულია და კეთდება განხადებები მათი განახლების თარიღის შესახებ. თუმცა, არავინ იცის, იმ დროისთვის რა ვითარება იქნება.

ინგლისის პრემიერლიგამ ჩემპიონატის განახლების ვადად ადრე 30 აპრილი გამოაცხადა, მაგრამ "დეილი მეილი" იტყობინება, რომ ეს შეუძლებელი იქნება და ამის შესახებ ინფორმაცია მომავალ კვირაში გავრცელდება.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით დაინფიცირების თითქმის 10 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა.

25 ტურის შემდეგ ლიდერი "ლივერპული" მეორეადგილოსან "მანჩესტერ სიტის" 25 ქულით უსწრებს და თუ ტურნირი არ განახლდა, შეიძლება ჩემპიონი ვერ გახდეს...

ბოლოს დამატებული

ყველას ნახვა