ავტორიზაცია რეგისტრაცია

მარაკანაზე საველე ჰოსპიტალი მოეწყობა

კორონავირუსთან ბრძოლაში, ბრაზილიის ყველაზე დიდი სტადიონი, მარაკანა ერთვება. 
 
CNN-ის ცნობით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არენა, რომელიც 78 ათას გულშემატკივარზეა გათვლილი, საველე ჰოსპიტლად გადაკეთდება, სადაც ახალი კორონავირუსით ინფიცირებულებს უმკურნალებენ.
 
მარაკანასთან ერთად, ანალოგიური პროექტი ქვეყნის სხვა სტადიონებზეც განხორციელდება. 

26 მარტის მონაცემებით, ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2,611 შეადგენს, 63 კი დაავადების შედეგად გარდაიცვალა. 



ბოლოს დამატებული

ყველას ნახვა