რეალის ყოფილი დამრიგებელი:"ბარსასთვის მესის შეცვლა ადვილი იქნება, რეალისთვის კი რონალდუს შეცვლა უკვე ტრაგედიაა" » სპორტული ვიდეოები
ავტორიზაცია რეგისტრაცია

რეალის ყოფილი დამრიგებელი:"ბარსასთვის მესის შეცვლა ადვილი იქნება, რეალისთვის კი რონალდუს შეცვლა უკვე ტრაგედიაა"

პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟოზე პეზეირუმ, რომელიც 2003-2004 წლების სეზონში ,,რეალის'' მთავარი მწვრთნელის, კარლუშ კეირუშის ასისტენტი იყო, კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა:

- მადრიდის რეალს კრიშტიანუ რონალდუ აკლია?

- რონალდუ რეალის სიმბოლო იყო და იქნება, მან ყველა რეკორდი მოხსნა და ამის გამეორებას ვერავინ შეძლებს. მადრიდელებისთვის რონალდუს შეცვლა უფრო რთული იქნება, ვიდრე ,,ბარსელონასთვის'' - მესის.

კრიშტიანუმ ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე გადამწყვეტი გოლები გაიტანა. ის დარწმუნებული იყო, რომ კარიერას ,,რეალში'' დაასრულებდა, ვფიქრობ, რაც მან გააკეთა, მეტ დაფასებას იმსახურებს.

ბოლოს დამატებული

ყველას ნახვა