ავტორიზაცია რეგისტრაცია

Defensacentral - თუ „რეალი“ ვერნერს არ იყიდის, მას „ლივერპული“ წაიყვანს

Defensacentral-ის ინფორმაციით, „რეალს“ ამ ზაფხულს ტიმო ვერნერის დამატების ბოლო შანსი ექნება.
გამოცემის ინფორმაციით, მოვიდა დრო, როდესაც ტიმო ვერნერი გაცილებით რთულ გამოწვევას მიიღებს და კლუბს შეუცვლის.

24 წლის ფორვარდი ბუნდესლიგაში დარჩენას აღარ აპირებს და ზაფხულში მასზე ნამდვილი ნადირობა იქნება გამოცხადებული.

სამეფო კლუბს ბოლო შანსი მიეცემა, თუ ტიმოს პერესი არ იყიდის, მას „ლივერპული“ წაიყვანს, რომლის მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი წელიწადზე მეტია ტრანსფერის განხორციელებას ლამობს.

გარდა „ლივერპულისა“ ვერნერზე პრეტენზიას პრემიერლიგის სხვა გრანდებიც აცხადებენ მანჩესტერ „სიტისა“ და „იუნაიტედის“ სახით.