ავტორიზაცია რეგისტრაცია

აზარის მიმართვა მბაპეს - „როდის ვაცნობოთ ხალხს, რომ „რეალის“ ფეხბურთელი ხდები?“

ედენ აზარისა და კილიან მბაპეს დიალოგმა სოციალურ ქსელში ძალიან დიდი გამოხმაურება ჰპოვა.
მბაპემ აზარს დროულად გამოჯანმრთელება უსურვა, ასევე მოიკითხა მისი ახლანდელი მდგომარეობა და როგორ ებრძვის გავრცელებულ კორონავირუსს.

ედენ აზარმა კილიანს მადლობა გადაუხადა მოკითხვისთვის და ასევე ჰკითხა, თუ როდის უნდა აცნობოს საზოგადოებას, რომ მბაპე მადრიდელი ხდება?!

ესპანურმა გამოცემებმა აღნიშნულ საკითხს ძალიან ბევრი სტატია მიუძღვნეს, მესიჯი კი ყველასგან ერთია - „რეალში“ მბაპეს ელოდებიან.