ავტორიზაცია რეგისტრაცია

დიეგო სიმეონეს „რეალის“ ფეხბურთელის დამატება სურს

დიეგო სიმეონემ მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელის მიმართ გამოთქვა ინტერესი.
ფეხბურთის არგენტინელ სპეციალიტს ახალგაზრდა ბრაჰიმ დიასი მოსწონს, რომელსაც „მერენგების“ რიგებში შანსი საერთოდ არ ეძლევა.

ესპანური გამოცემების ცნობით, დიეგომ უკვე სთხოვა კლუბის პრეზიდენტს, ენრიკე სერეზოს მოლაპარაკებების წამოწყება და საბოლოოდ ნიჭიერი ფეხბურთელის „როხიბლანკოში“ გადაყვანა.

აღსანიშნავია, რომ „ატლეტიკო“ „ბლანკოსთან“ საუბარს საიჯარო ხელშეკრულებაზე არ აპირებს და დიასის ყიდვა სურს. დიდი ალბათობით, ესპანელი ტალანტის ფასი 25 მილიონი ევრო იქნება.