ავტორიზაცია რეგისტრაცია

ახალი კაკა სამეფო კლუბში!

ესპანური გამოცემების ინფორმაციით, სამეფო კლუბის სკაუტებმა, რომლებიც ბრაზილიაში საკმაოდ ეფექტურად მუშაობენ, ახალ კაკას მიაგნეს...
საქმე ეხება 21 წლის ნახევარმცველს, იგორ გომესს, რომელიც „სან პაულოს“ ღირსებას იცავს და საკმაოდ დიდი პერპსექტივის მქონე მოთამაშედ ითვლება.

ფეხბურთელს ადგილობრივ კლუბთან მრავალწლიანი კონტრაქტი აკავშირებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მისი გამოსასყიდი თანხა 50 მილიონი ევროა და ამ თანხის გადახდის შემთხვევაში ნებისმიერ კლუბს შეუძლია ბრაზილიელი ახალგაზრდის გადაბირება.

გომესზე პრეტენზიას სხვა ესპანური კლუბებიც აცხადებენ, თუმცა ფლორენტინო პერესს შანსის ხელიდან გაშვება არ სურს.

ბოლოს დამატებული

ყველას ნახვა