ავტორიზაცია რეგისტრაცია

"ჩელსი" "მილანს" დიდ თანხას და ფეხბურთელს სთავაზობს

"Tuttosport"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრენკ ლამპარდის მოთხოვნით "ჩელსი" ჯანლუიჯი დონარუმათი სერიოზულად დაინტერესდა. რომან აბრამოვიჩი მზადაა 21 წლის მეკარის სანაცვლოდ დიდი თანხა გაიღოს.

ივან გაზიდისი მზადაა ახალგაზრდა იტალიელს შეელიოს, თუმცა თავდაპირველად კონტრაქტის გახანგრძლივება უნდა, რათა უფრო სარფიანად გაყიდოს.
ზემოთ ხსენებული გამოცემის მტკიცებით, "არისტოკრატები" მზად არიან დონარუმას სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო და კეპა არისაბალაგა დათმონ. ამ შემთხვევაში "როსონერის" ჯიჯოს შემცვლელის ძებნაც არ მოუწევს.
თავად დონარუმას ინგლისელები ხუთ წლიან კონტრაქტს და სეზონში 8 მილიონ ევროს სთავაზობენ. აქვე შეგახსენებთ, რომ ორი წლის წინ "ჩელსიმ" კეპას სანაცვლოდ ბილბაოს "ატლეტიკს" 80 მილიონი ევრო გადაუხადა.

ბოლოს დამატებული

ყველას ნახვა